spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ხუჭუა – გაიმარჯვა იმედმა, საღმა აზრმა და რწმენამ, რომ არ არის ისე, რომ ვერსად, ვერანაირ შემთხვევაში სამართლიანობას ადამიანი ვერ ნახავს

სააპელაციო სასამართლომ ცხადია, რომ გააუქმა ჩემი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი, მაგრამ მე ვარ კმაყოფილი და სავსე იმით, რომ გაიმარჯვა იმედმა, – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გაიმარჯვა იმედმა, საღმა აზრმა და იმის რწმენამ, რომ ამ ქვეყანაში არ არის ისე, რომ ვერსად, ვერანაირ შემთხვევაში სამართლიანობას ადამიანი ვერ ნახავს.

“სააპელაციო სასამართლომ ცხადია, რომ გააუქმა ჩემი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი, მაგრამ მე ვარ კმაყოფილი და სავსე იმით, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ნაწილმა, ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, ვისაც გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა სასამართლო სისტემის მიმართ და, პრაქტიკულად, უიმედო მდგომარეობას ამჟღავნებდნენ, გაიმარჯვა იმედმა, საღმა აზრმა და იმის რწმენამ, რომ ამ ქვეყანაში არ არის ისე, რომ ვერსად, ვერანაირ შემთხვევაში სამართლიანობას ადამიანი ვერ ნახავს. ეს არის ის შედეგი, რაც საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილების დროს მიიღო”, – განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები