spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ხუჭუა – თუ გვინდა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი

ვადასტურებ და ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარების პერსპექტივა, მშვიდობა  და კეთილდღეობა მისაღწევი და შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი უკვე კონსტიტუციითაა გაწერილი.

“ვადასტურებ და ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარების პერსპექტივა, მშვიდობა  და კეთილდღეობა მისაღწევი და შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით – ევროპული კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ჩვენი სხვა დასავლური ორგანიზაციების ხელშეწყობით და თანადგომით.

საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ისტორიული არჩევანი, ჩვენი ნორმალური მდგომარეობა და ეს არასდროს შეიცვლება.

მე, როგორც მოსამართლეს, მაქვს ვალდებულება ავხსნა, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ – თუ გვინდა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი. საქართველოს მომავალი უკვე განსაზღვრულია კონსტიტუციით და ეს კონსტიტუციის მუხლი ყველა ორგანოს ავალდებულებს, რომ მიიღონ ყველა ზომა, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია უზრუნველყონ”, – განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები