spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ პუტინი – სამშვიდობო ძალები ყაზახეთს მხოლოდ თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ დატოვებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „სამშვიდობო კონტინგენტი“ ყაზახეთში გარკვეული დროით იმყოფება და რესპუბლიკას ფუნქციის შესრულების შემდეგ დატოვებს.

 

ამის შესახებ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამშვიდობო ოპერაცია ყაზახეთში აბსოლუტურად დროული და ლეგიტიმურია.

 

“ჩვენ მოვახერხეთ კონტიგენტის სრული განლაგება საკმაოდ მოკლე დროში. ჩვენი ერთობლივი ქმედებები მიგვაჩნია უაღრესად დროულად რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურად. სამშვიდობო ძალები ყაზახეთს დატოვებს საკუთარი ფუნქციის შესრულების შემდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ „ადამიანები ითხოვდნენ დაცვას ყაჩაღებისა და ტერორისტებისგან“. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები