spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – მადლობა თურქეთის პრეზიდენტს და მის ხალხს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლა აკრძალა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.

 

“მადლობა ჩემს მეგობარს, ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს და მის ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს!”, – წერს ზელენსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები