spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, რუსებს სურთ, რომ ის „დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად“ აქციონ.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

 

“ყველაზე უარესი ვითარებაა მარიუპოლში… მარიუპოლი განადგურებულია. ათი ათასობით დაღუპულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციას. მათ სურთ მარიუპოლი აქციონ დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ქალაქი რუსმა დამპყრობლებმა ბლოკადაში 1 მარტიდან მოაქციეს. მარიუპოლში საშინელი ვითარებაა, მაგრამ აგრესორი ქვეყნის სამხედროები დაბომბვებს აგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები