spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ პუტინი, შექმენით ანტიპუტინისტური კოალიცია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ანტიპუტინური კოალიცია შექმნან.

 

აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში, ზელენკი მოუწოდებს მათ, დაუყონებლივ შეაჩერონ პუტინი.

 

“მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ პუტინი, შეაჩეროთ ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩამოვაყალიბოთ ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებელ  შემოიღეთ სანქციები, თავდაცვის და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ“, – აცხადებს ზელენსკი.

 

პუტინმა საომარი მოქმედებების დაწყების შსახებ გამთენიისას განაცხადა. მალევე დაიწყო უკრაინის ქალაქების დაბომბვა. 

 

უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ პუტინს პასუხს მსოფლიო გასცემს.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ააფეთქეს ანძა, ჩამოგდებულია 5 რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები