მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის 10% მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“მთელ მსოფლიოში ყველას იმ სიმამაცის 10% მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია”,- განაცხადა ზელენსკიმ
მისივე თქმით, კიევს სჭირდება უფრო თამამი სანქციები უკრაინის წინააღმდეგ და მეტი იარაღი.
“პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რაც საშუალებას მოგვცემს გამარჯვებას მივაღწიოთ ბრძოლის ველზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ.
“ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით“, – განაცხადა ზელენსკიმ.