spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა, შეხვედრის დროა, საუბრის დროა

უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

“როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

 

“ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები