უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინის სახელმწიფოს თავის დამოუკიდებლობაზე საუბარი სურს, ბევრ სხვა ქვეყანას თავისი დაინტერესება უჩნდება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ნატო-ში გაწევრიანების საკითხია.
“უკრაინა ნატოში მიდის. დიდი ხანია ამ გზაზეა, თუმცა ნატომდე მანძილი არ მცირდება. რა არის ამის მიზეზი? ეს საკითხი ფილოსოფიური არ არის. მას კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს ეხება რუსეთს, რომელსაც არ სურს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს და ნატოს ზოგიერთ წევრსაც, რომლებიც რუსეთს ამ საკითხში მხარს უჭერენ.
ვერ დავხუჭავთ თვალებს და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ეს სიმართლე არ არის. არ გავამხელ ამ ქვეყნებს, რადგან ჩემთვის დღეისთვის ყველაზე დიდი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს ქვეყანა მხარს გვიჭერდეს. ასეთ მეზობლებთან ყოფნა ადვილი არ არის. ამიტომ ახლა არანაირი რისკი და დიპლომატიური კონფლიქტები არ გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.