spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა – განდევნეთ ეს მონები, განდევნეთ ოკუპანტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში უკრაინელ ხალხს მიმართა.

 

“მინდა მივმართო უკრაინულ ქალაქებსა და მათ ერთგულ მცველებს თავისუფალი უკრაინის სახელით, სადაც მზე მხოლოდ სასურველი სტუმრებისთვის ანათებს და არა გამვლელი, ტანკზე შემსხდარი ტურისტებისთვის. 

 

ბერდიანსკიდან ხერსონის ჩათვლით, სადაც თავისუფალ ადამიანებს მონებმა ცეცხლი გაუხსნეს. მონები მოხუც ქალს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ხელში თეთრი დროშა ეჭირა, ასევე ახალგაზრდა გოგოს, თეთრი პლაკატით ხელში. რუსების მიერ გამოგზავნილ მონებს ამდენი თავისუფალი ადამიანი არასდროს უნახავთ. ქუჩებში, მოედნებზე არასოდეს უნახავთ ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეიარაღებული მონების არ ეშინიათ. მონებისთვის თავისუფლება უცხოა. 

 

ხერსონო, მედგრად იდექი, არასდროს დავივიწყებთ კადრებს, რომელიც დღეს ვნახეთ. დღეს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან ერთად იდგა. მილიონობით უკრაინელმა მსოფლიოს მასშტაბით, დაინახა, როგორი თავისუფლები ხართ, როგორ იბრძოდით და როგორ გინდათ დროებით წართმეული თავისუფლების დაბრუნება. ამ ავადმყოფებს იქ მშვიდი დღეები არ ელოდებათ. თითოეულ ოკუპანტს, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს ყვითელი და ლურჯი ფერების გამო ცეცხლი გაუხსნა, შავი ლენტი გადაეფარება. ჩვენ კი გამარჯვებას ისევე ვიზეიმებთ, როგორც ენერგოდარის მცხოვრებლები, რომლებმაც დღეს მტერი შიშველი ხელებით განდევნეს.

 

შავი ლენტი გადაეფარება მტერს ბერდიანსკშიც. მელიტოპოლშიც, კახოვკაშიც და ყველა ქალაქში, სადაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. იმ ადამიანებს, რომლებიც მტრის აზრით, მათთან დაპირისპირებისთვის წინააღმდეგობას ამზადებენ. თუმცა უკრაინელებს წინააღმდეგობის მომზადება არ სჭირდებათ – ეს რუსეთი არაა, აქ წინააღმდეგობა სულშია გაჯერებული. 

 

უკრაინის არცერთ ნაწილში არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათი ქვეყანა მათზე არ ფიქრობს, ან არ ახსოვს. ყველა ჯერზე, როდესაც გტკივათ, გიმძიმთ, როცა ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ, გევედრებით, იცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და გული გვისკდება, რადგან ადგილზე ვერ ვართ. გთხოვთ, გაუძელით იქამდე, სანამ უცხოტომელებს არ გავყრით. თქვენი წინააღმდეგობა წარმატების სიმბოლოა. ბედნიერებაა, რომ თქვენნაირი ადამიანები გვყავს. ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ. ჩვენ თითოეული უკრაინელისთვის ვიბრძვით და თითოეული მათგანის შესახებ გვახსოვს. 

 

მოგმართავთ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა იყოთ, ყველაფერი გააკეთეთ სამშობლოს და ჩვენი ერის დასაცავად. იბრძოლეთ და დაეხმარეთ! განდევნეთ ოკუპანტები და მძარცველები, რომ უკრაინა გადარჩეს და თავისუფლად და ბედნიერად ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. დიდება უკრაინას!, – აცხადებს ზელენსკი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები