ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს, – ამის შესახებ განცხადებას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვოლკერ თურქის განცხადებით, გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია.
“გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს.
მოვუწოდებ საზოგადოების ყველა შემადგენელ ნაწილს, მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნოს და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დადგენილი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით გადაჭრას”, – განაცხადა ვოლკერ თურქმა.