spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა. საუბარი G7-ის შეხვედრის ფარგლებში შედგა.

დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, G7-ის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რადგან რამდენიმე ლიდერი კიევში იმყოფებოდა.

“პროდუქტიული შეხვედრა, მნიშვნელოვანი პრინციპული სიტყვები პარტნიორების უმეტესობისგან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს მსოფლიოს ერთიანობის – ევროპის, ამერიკის, მსოფლიოს ყველა ნაწილისა და ხალხების, რომლებიც იბრძვიან იცხოვრონ მშვიდობიანად და პროგნოზირებადი წესების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, G7-ის შეხვედრის დროს მან შეძლო კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

“რაც შეეხება დონალდ ტრამპს… ჩვენ ახლახან გვქონდა საუბარი. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი G7-ის შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც კანადა ხელმძღვანელობს”, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები