ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი რთული საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები.
"რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი, პრობლემების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, რთული საკითხები არსებობს, არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი და ჩართულობა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ვფიქრობ, დროა საჭირო გარკვეული შედეგის მისაღწევად, რაც მთავარია, ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნია", – აცხადებს კელი დეგნანი.