spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ვფიქრობ, იმედი არსებობს, თუ ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, ექვსპუნქტიანი გეგმა საწყისს წერტილად რჩება”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მისთვის იმედგაცრუება აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, შემდგომ მოლარაკებებში შეთანხმება პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება დამოკიდებული.

"რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა დააანონსა, რომ ელჩი დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედიაციის პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო, ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში წინ წაიწიოს. 

დანიელსონი აქ ჩამოდის იმისთვის, რომ გაარკვიოს, არის თუ არა შესაბამისი მონაცემები და შესაძლებლობები მხარეებს შორის საერთო ენის მოსაძებნად. ახლა უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რომ დავინახოთ, რა არის შესაძლებელი შეთანხმების მიღწევისთვის. ეს არ იქნება მარტივი, შედეგი იქნება პოლიტიკურ ლიდერებზე დამოკიდებული.

ვფიქრობ, რომ იმედი ნამდვილად არსებობს, თუ ყველა მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს. ბატონი მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა კვლავ რჩება მოლაპარაკებების საწყისს წერტილად", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები