ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ის რეისი ბერლინში 87 მგზავრის გარეშე შესრულდა.
ფრენა 06:15 საათზე იყო დაგეგმილი.
მგზავრების თქმით, რიკოთზე უამინდობისა და გზაზე თოვლის გამო, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, ამიტომ აეროპორტში დროულად ვერ მივიდნენ.
მგზავრები კომპანიის პასუხს ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტში ელოდებიან.