spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

WP – აშშ ისრაელის სანაპიროებზე 4 ათასზე მეტ ჯარისკაცს გაგზავნის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავარაუდოდ, გადაწყვიტა ისრაელის ნაპირებზე 4 ათასზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი გაგზავნოს. ისინი გემებზე განთავსდებიან, – წერს The Washington Post.

 

ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან განაცხადა, რომ მზადყოფნის ჯგუფი, რომელიც 4 ათასზე მეტ მეზღვაურს და საზღვაო ქვეითს ითვლის, შეუერთდება ამერიკულ გემებს ისრაელის სანაპიროებთან.

 

როგორც გამოცემა წერს, ჯგუფში შედის 26-ე საზღვაო საექსპედიციო ნაწილი, რომელიც მომზადებულია დავალებების ფართო სპექტრის შესასრულებლად, მათ შორის რიგი სპეცოპერაციის ჩათვლით.

 

“ჯარების ასეთი გადასროლა ასახავს ამერიკელი ოფიციალური პირების შიშს ლიბანის გასამხედროებულ ჯგუფ “ჰეზბოლასთან” შეტაკების შემდეგ კონფლიქტის შესაძლო გაფართოების შესახებ”, – წერს გამოცემა.

 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 12500-ზე მეტი.

 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა უკვე 301-ს შეადგენს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად სულ დაახლოებით 1300 ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაშავებული 344 ადამიანი კვლავ რჩება ისრაელის საავადმყოფოებში. მთლიანობაში, ამ მოვლენებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საავადმყოფოებში 4229 დაშავებული გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები