გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე – ტერორზე! – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადება.
“ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგანაც გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მათთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდებზე – ტერორზე!
ლუსტრაცია უკვე დაწყებულია და იმედია, ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.