spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ ანჯაფარიძე – მაინც მძიმე საყურებელია ზოგიერთის დეგრადაციას და პოლიტიკურ სტრიპტიზს რომ უყურებ

მიიწურა 8 ივლისი და რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ნაცმოძრაობის “შაბაში” და მისი ე.წ. “ახალი სახეები” რომლებიც ნაცებისგან აქამდე მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ენმ-ს მანდატი არ ედოთ ჯიბეში, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

“ასე ასრულებს ბრიუსელის “ერთიანობის” დეკლარაციას, ვითომ დასავლური ოპოზიცია? სირცხვილი თქვენ!

 

მიიწურა 8 ივლისი და რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ნაცმოძრაობის “შაბაში” და მისი ე.წ. “ახალი სახეები” რომლებიც ნაცებისგან აქამდე მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ენმ-ს მანდატი არ ედოთ ჯიბეში.

 

დანარჩენები რას შვებით? უკვე დაარღვიეთ ბრიუსელის “დედლაინი”, დაარღვიეთ თავდაუსხმელობის პირობა და აწი ვინღა გენდობათ ან აქ ან ევროპაში?

 

ისე სოფო ჯაფარიძე რა სინდისით გაიყვანეს “ახალ სახეებში,” ქალი დაწყდა რეგიონებში სირბილით, მიშას გათავისუფლებაზე ხელმოწერების შესაგროვებლად და სიის პირველ ნომრადაც უპირებდნენ ჩასმას… ეხლა კი…

 

მოკლედ, ერთი მხრივ გასართობი, მეორე მხრივ კი მაინც მძიმე საყურებელია ზოგიერთის დეგრადაციას და პოლიტიკურ სტრიპტიზს რომ უყურებ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები