ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას აფასებს, სადაც საქართველოს მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სწრაფად დაივიწყა მის სამხედრო მისიებში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები.
“მადლობა NATO რომ ერთხელ მაინც გვახსენე საქართველო საბოლოო დეკლარაციაში. ისე, რა მალე დაგავიწყდა ავღანეთში შენს ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული 33 და ათობით დასახიჩრებული ქართველი სამხედრო, გროშებს რომ უხდიდით”, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.