ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ რეზიდენტია და ვეტოებით თამაში უყვარს.
“(პ)რეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ რეზიდენტია, ვეტოებით თამაში გაუტკბა, და შეიძლება ითქვას პოლიტიკურად და ფიზიკურადაც წაბილწა პრეზიდენტის ინსტიტუტიც და ორბელიანების რეზიდენციაც“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე