spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციამ პასუხი გასცა კითხვას, რატომ დავბრუნდი მედიაში

დღევანდელმა დღემ და იმ რეზოლუციამ,  რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო,  პასუხი გასცა კითხვას, რატომ დავბრუნდი მედიაში, – ამის შესახებ  პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ასეთი კრიტიკული ვითარების წინაშე ქართული მედია ამ 30 ნლის მანძილზე არ ყოფილა. 

 

“თუ ვინმეს კითხვა ჰქონდა, რატომ დავბრუნდი მედიაში,  დღევანდელმა დღემ და იმ რეზოლუციამ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ყველაფერს პასუხი გასცა. დღეს ევროპარლამენტმა თქვა, ერთ-ერთი მთავარი რამ,  რასაც  ამ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება,  ესაა მედიათავისუფლება და  კანონის უზენაესობა. ამ ორი რამის გარეშე ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ ევროპულ განვითარებას. მე შემიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი კრიტიკული ვითარება, რომლის წინაშეც დღეს დადგა ქართული მედია, არ ყოფილა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

 

მისი თქმით, არ ნანონს პოლიტიკაში გატარებულ 5 წელს. 

 

“არცერთ წუთს და არცერთ წამს არ ვნანობ, რომელიც მე პოლიტიკაში გავატარე.  დღეს მოვდივარ სრულიად სხვა გამოცდილებით პოლიტიკაში,  ძალიან რთულია პოლიტიკა გამოვლილი ჟურნალისტის მოტყუება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ზაალ უდუმაშვილს დღეს პარლამენტმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ის საქმიანობაში ტელეკომპანია „ტვ პირველში“ გააგრძელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები