spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – მივმართავ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეთიკის საბჭოს მოუწოდებს, “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს და შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დაუყონებლივ შეუწყდეთ.

 

“მივმართავ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან, ძალადობის ფაქტზე, რომ მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება”,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

 

თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, “ქართული ოცნება” და ძალადობრივი ჯგუფები ერთი მედლის 2 მხარეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომაც არ სჯის დამნაშავე მოძალადეებს ხელისუფლება.

 

“რატომ არ დაისაჯა ძალადობის მომწოდებელი ფალავანდიშვილი, მახარაძე, მორგოშია, იმიტომ რომ ბატონი გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი და ეს მოძალადეები, ერთი მედლის ორი მხარეა. დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებს არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. გომელაურს, რომლისგანაც დღეს საზოგადოება ერთადერთ განცხადებას ელოდა გადადგომის შესახებ, მაინც მოუწევს გადადგომა და საკუთარ წილ სისხლიან ხელს ბიძინა ივანიშვილი მას შეაწმენდს, როდესაც გაუშვებს თანამდებობიდან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები