“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” წერილს ეხმუარება და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები ყოველთვის იქნება, სანამ “ქართული ოცნება” რუსეთისკენ მიმართულ პარტიებს ახალისებს.
“წინასაარჩებნო პერიოდში, პარტიები, რომლების ვექტორი არის პირდაპირ რუსეთისკენ მიმართული, ყოველთვის აქტიურდებიან ხოლმე იმისთვის, რომ გარკვეულწილად თავი შეახსენონ რუსეთის პრეზიდენტს, რომ ისინიც არიან ქვეყანაში და მათაც შეუძლიათ, რომ მოსკოვიდან დაეყრდნონ. ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ გააჩნია ჩვენს ხელისუფლებას. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთი განცხადებები მუდმივად იქნება, სანამ “ქართული ოცნება” პირიქით, ახალისებს ისეთ პარტიებს, რომლებიც რუსეთისკენ არიან მიმართული”, – აცხადებს უდუმაშვილი.
“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს, “დაძაბულობის განსამუხტავად” დიალოგი აღდგეს.