spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ძალიან გაამარტივა არჩევანი, მაგრამ არჩევნები არ იქნება მარტივი

“ქართულმა ოცნებამ” დღეს ძალიან გაამარტივა არჩევანი, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი “ტვ პირველის” მიერ გასაჯაროებულ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს. 

 

უდუმაშვილის მტკიცებით, ამომრჩეველს არჩევანი ორ ვექტორს, დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის აქვს გასაკეთებელი, თუმცა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი აღნიშნავს, არჩევანი კი არის მარტივი, მაგრამ არჩევნები არ იქნება ასეთი. 

 

“ქართულმა ოცნებამ” დღეს ძალიან გაამარტივა არჩევანი, უკიდურესად გაამარტივა. საქართველოს მოქალაქე დღეს რომ მივა საარჩევნო ყუთთან, არ იფიქრებს ძალიან ბევრს, რა არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ დევს სასწორზე ორი რაღაცა, დასავლეთი და რუსეთი. აქ არჩევანის გაკეთება არის უმარტივესი. როდესაც ამ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ,  შემდეგ უკვე დაიწყება რეალურად ამ ქვეყნის განვითარება.  მანამ ძალიან რთული პერიოდი გველოდება. არჩევანი კი არის მარტივი, მაგრამ არჩევნები არ იქნება მარტივი, ბუნებრივია, ამიტომ ჩვენ თუ გვინდა, რეალურად შევცვალოთ, ამისათვის საჭიროა მოსახლეობის აქტიურობა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველი ხაზი”.

 

ტელეკომპანია “პირველმა” ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წელსაა ჩაწერილი. ჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” ყოფილ მმართველს გიგა ჩრდილელს ესაუბრება, რომელიც თავის მხრივ რუსეთის ელჩთან ვიაჩესლავ კოვალენკოსთან და მის წარმოამდგენლებთან არის კავშირში.

 

ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, ომის შემდეგ რუსეთში გადასვლისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს და გიგა ჩრდილელს სთხოვს, მეგობრული ურთიერთობა დაამყარებინოს იმდროინდელ რუსეთის ელჩთან. სანაცვლოდ კი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები