spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – ყველას მოუწევს პასუხისგება ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ

ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ის რუსეთის ნაწილი არ გახდება.

 

“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა, დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

 

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, რომელიც მისი თქმით, რომელიც დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს წინაშე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები