spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზაალ უდუმაშვილი – ქვეყანა მიექანება რუსეთისკენ, დროა გამოფხიზლების, დროა ბრძოლის

“ბრძოლის და გამოფხიზლების დროა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს. 

 

უდუმაშვილი ჟურნალისტების აქციას უერთდება, რადგან, მიჩნევს, რომ დღეს სახელმწიფოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას. 

 

“ეს პროტესტი გაგრძელდება, გაგრძელდება იმიტომ რომ ჟურნალისტები უკან დახევას არ აპირებენ. არ ვაპირებთ არც ჩვენ უკან დახევას, რადგან დღეს დგას სახელმწიფოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი. აქ არ არის მხოლოდ საქმე იმ მოვლენებზე, რომელიც განვითარდა, იმ მოვლენებმა ჩვენ კარგად დაგვანახა, რომ სახელმწიფო დგას საშიშროების ქვეშ, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, ვკარგავთ ჩვენს მთავარ ორიენტირს: ევროკავშირს და ნატოს. ასე რომ, ეს ქვეყანა მიექანება რუსეთისკენ. დროა გამოფხიზლების, დროა ბრძოლის”-აცხადებს უდუმაშვილი.

 

რუსთაველის გამზირზე, დღეს, მედიის წარმომადგენლები 18:00 საათზე აქციას მართავენ. პროტესტს ოპოზიციაც უერთდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები