spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – რა მიზანი აქვს რუსთავის ციხესთან სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას, ჩვენთვისაც უცნობია

ცხადია, რომ ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა რა მიზანი აქვს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან  სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას, ეს ჩვენთვისაც უცნობია, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

 

“სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება რუსთავის ციხესთან სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება.  არ ვიცით, რას გეგმავს ხელისუფლება, ამას ალბათ, რამდენიმე საათში გავიგებთ, “ქართული ოცნება” სრულად გავიდა რაციონალურობის არეალიდან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კითხვაზე, ის ფაქტი, რომ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მობილიზებულია რეანიმობილი, ხომ არ ნიშნავს, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხის სავადმყოფოში გადაყვანა, უდუმაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. 

 

“არ მინდა ვიმარჩიელო და წინასწარი განცხადებები გავაკეთო, რა თქმა უნდა,  ყველაფერი შესაძლებელია”- განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ცოტა ხნის წინ ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს, ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები