“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრები პარლამენტში ტექნიკურად დარჩებიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ მისცენ “ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალება.
“რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, უკვე ვმსჯელობდით ამ თემაზე, რომ ახლავე ხომ არ დაგვეტოვებინა პარლამენტი და არ დავლოდებოდით მოვლენების განვითარებას, მაგრამ სუფთა პრაგმატული შეფასებებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით ტექნიკურად ვრჩებით პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ საშუალება ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის”, – აცხადებს უდუმაშვილი.