spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.

 

“აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.

 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები