spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზახაროვა – ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ნატომ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომლის თანახმადაც, უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

“უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი.

“ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა გააგრძელებს ევროპულ კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები