რუსეთის ფედერაცია მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე მხარი დაუჭიროს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზება) ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება.
ამ კონტექსტში მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ამ გზას“, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი პარტია “საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა გამოთქვა.