spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზახაროვა – საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, გარკვეულ იმედს იძლევა

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, მოუხადონ ბოდიში სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედს იძლევა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები განიხილება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით.

ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან ჩვენი საერთო პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ეს მოიცავს თბილისისგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულებას ცხინვალის და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას.

ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთი “სასიცოცხლოდ დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით”.

“რუსეთი, როგორც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ხელი შეუწყოს ამას ყველა შესაძლო გზით”, – განაცხადა ზახაროვამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები