“კახი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი და მოვედი, რათა დავესწრო ღონისძიებას, მიხარია ძალიან”- ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა განაცხადა.
ბერგერი “ქართული ოცნების” ღონისძიებას დაესწრება, სადაც თბილისის მერის კანდიდატად კახი კალაძეს წარადგენენ.
ჟურნალისტის კითხვას: გრძნობს თუ არა ის უხერხულობას ამ ღონისძიებაზე მისვლით, დიზაინერი ასე პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ყველა ძალიან განვიცდით რაც მოხდა. ჩემდა საბედნიეროდ, მაგ დროს ტელევიზია არ მქონდა და რა მოხდა, ეგეც არ ვიცი. 53 თუ იყო ნაცემი, არ ვიცოდი. საკრალური რიცხვია. რა ხდებოდა ეგეც ვერ გავიგე, რას იბრძოდნენ, ან ვინ იბრძოდა. მე მოვედი აქ, რადგან კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი. არაფერი უხერხულობა არ მაქვს. კახის ვულოცავ”- განაცხადა ზალიკო ბერგერმა.