უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინულმა ჯარმა იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს დაკარგა.
“სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს დაკარგა. 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში და 118 საბჭოთა თვითმფრინავი ავღანეთში.
ეს ომი რუსეთის ფედერაციისთვის ისეთივე სირცხვილია და მათ განადგურებას გამოიწვევს“, – წერს ზალუჟნი სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FCinCAFU%2Fposts%2Fpfbid05pjJzWDXgKyY5gbkShhsaWsy8DJT3mGMshgBCLhHGa1UW99c6PuCjkpQtGZyRmEAl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”354″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>