უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.
ვალერი ზალუჟნი 2021 წლის 27 ივლისიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას იკავებდა.
9 თებერვალს ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი ბრიტანეთში ელჩის პოსტზე ზალუჟნის კანდიდატურას დათანხმდა. პრეზიდენტის თქმით, ასეთი მიმართულება თავად გენერალმა ითხოვა.