“ენერგოატომის” ინფორმაციით, სადგურის ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან მთლიანად გაითიშა.
“რუსი ოკუპანტების ქმედებებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული გათიშვა გამოიწვია პირველად ისტორიაში.
ხანძრის შედეგად ელექტროსადგურის ორი მოქმედი რეაქტორი ქსელიდან გაითიშა. შედეგად, ოკუპანტების ქმედებებმა ელექტროქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული გათიშვა გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.