spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაქარია ქუცნაშვილი – ჩემს სახლში იყოს ზვიადაური დაპატიმრებული, თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.

 

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს, ზვიადაურზე თავად იქნება პასუხისმგებელი.

 

“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე და თუ გავალ ჩავიკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი ​პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი.

 

ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

თელავის რაიონულ სასამართლოში წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები