“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა.
ზაურ დარგალის განცხადებით, შეხვედრაზე ქალთა წინაშე არსებული საკითხები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
“საინტერესო შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა ჩართულობასა და მათ ეკონომიკური გაძლიერებაზე“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.