spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაურ დარგალი – ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით შულავერში გზის გადაკეტვას გეგმავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულში ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.

 

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს აქციას, გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება.

 

მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი, რადგან ეს შესაძლოა, მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში თუ მსგავს ქმედებას ექნება ადგილი, სამართალდამცავები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს“, – განაცხადა დარგალმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისში ზაურ დარგალის განცხადებას უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია თითქოს „ნაცმოძრაობა“ გეგმავს აქციის ორგანიზებას სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მუმლაძის განმარტებით, თუ მოსახლეობა საკუთარი აზრის დაფიქსირებას და რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას გადაწყვეტს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ხელი არ უნდა შეუშალონ.

 

“არანაირი აქციის ჩატარებას არ ვგეგმავთ. უფრო მეტიც, ერთ საათში დასავლეთ საქართველოში მივემგზავრები. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს რაიმე ფორმით აზრის დაფიქსირებას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – აცხადებს გიორგი მუმლაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები