spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზაზა ბიბილაშვილი – ეს ის ფსიქოლოგიაა, რომელიც რუსეთს ჰქონდა და რუსეთი დამარცხდა ცივ ომში

ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანს, რომ ვიღაცები ბოროტად იყენებდნენ ამერიკას, თითქოს ამერიკა დაჩაგრული იყო. ეს ის ფსიქოლოგიაა, რომელიც რუსეთს ჰქონდა და რუსეთი დამარცხდა ცივ ომში, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას საკუთარი ინტერესები გააჩნია ევრაზიაში.

“ამერიკას საკუთარი ინტერესები გააჩნია ევრაზიაში. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ვინ არის უკრაინაში ხელისუფალი ან როგორ იქცევა და რას ამბობს, არამედ  იმაზე, ამერიკა როგორ იქცევა საკუთარი ინტერესის დასაცავად. ტრამპის ქცევა ერთგვარი კურიოზია, ის ებრძვის ამერიკის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირეს – კანადას და არა მხოლოდ ებრძვის, არამედ ამცირებს მის პრემიერ-მინისტრს.

ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გადალაგების პროცესში და ძალიან რთული სათქმელია, როგორ დალაგდება ყველაფერი მას შემდეგ, რაც ყველაფერი აირია. სტანდარტები ძალიან დაწეულია.

ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკაში თითქოს ჩანს, ის მიიჩნევს, რომ ვიღაცები ბოროტად იყენებდნენ ამერიკას, რომ თითქოს ამერიკა დაჩაგრული იყო და მან სამაგიერო უნდა გადაუხადოს. ეს ის ფსიქოლოგიაა, რომელიც რუსეთს ჰქონდა და რუსეთი დამარცხდა ცივ ომში”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები