spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა ბიბილაშვილი – “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, როგორც პარტიას, რომელიც ბრალდებულია იმაში, რომ მოიპარა არჩევნები და სასტიკად უსწორდება ხალხს

ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი იმყოფება იმ სტადიაზე, რომ გადააფასოს და ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებული ძალიან მძიმე რეალობის მიმართ, –  ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი “ქართულ ოცნებას” მიმართავს როგორც პარტიას და არა ქვეყნის ხელისუფლებას.

“ქართულ ოცნებას” მიმართავენ, როგორც “ქართულ ოცნებას” და  არა, როგორც  საქართველოს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. მიმართავენ, როგორც პარტიას, რომელიც ბრალდებულია იმაში, რომ მან მოიპარა არჩევნები, გააყალბა ხალხის ნება და სასტიკად უსწორდება ხალხს, უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას.

ამჟამად ევროკავშირი და არა მხოლოდ ევროკავშირი – ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი იმყოფება იმ სტადიაზე, რომ გადააფასოს და ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებული ძალიან მძიმე რეალობის მიმართ და გამონახოს კონკრეტული გზები იმისა, თუ როგორ დაეხმაროს ქართველ ხალხს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები