spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა ბიბილაშვილი – ყოველდღიურად, შეგნებულად და მიზანმიმართულად კლავს საქართველოს მომავალს იმიტომ, რომ თვითონ იყოს კარგად

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, ეს ქვეყანა არ იყოს გახლეჩილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “იმედმა” დააზიანა, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაიხსნას “იმედის” ეთერი იმისთვის, რომ მისმა მაყურებელმა ნახოს სიმართლე და გამოვიდეს იმ აბსურდიდან, რასაც მისი პროპაგანდისტები აწვდიან.

“ივანიშვილს არანაირი განცდა არ აქვს სამშობლოსი. როგორ შეიძლება ადამიანს განცდა ჰქონდეს სამშობლოსი და იქცეოდეს ისე, როგორც ის იქცევა. ის ყოველდღიურად, შეგნებულად და მიზანმიმართულად კლავს საქართველოს მომავალს, ჩვენს საუკუნოვან ოცნებას ასრულებს იმიტომ, რომ თვითონ იყოს კარგად.

პირდაპირ დევს მტკიცებულებები, რომელიც უბრალოდ აშკარას ხდის იმას, თუ როგორ მოხდა გაყალბება, მაგრამ ამას უბრალოდ არ იმჩნევენ. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, ეს ქვეყანა არ იყოს გახლეჩილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც “იმედმა” დააზიანა. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, გაიხსნას “იმედის” ეთერი იმისთვის, რომ მისმა მაყურებელმა ნახოს სიმართლე და გამოვიდეს იმ აბსურდიდან, რასაც მისი პროპაგანდისტები აწვდიან”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები