spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა გოგავა – ახლა არის მომენტი, როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისთვის

ახლა არის მომენტი, როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ ხერსონის ოლქის ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით, წინსვლის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ არ აქვთ მოსვენების დრო. 

 

“გარდამტეხი მომენტი კი არა, ახლა არის მომენტი,  როდესაც შეუქცევადი გახდა უკრაინის გამარჯვება ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ეს იყო ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ ჩაიგდეს ხელში საოკუპაციო ძალებმა თავის მოსახლეობით. ეს მოსახლეობა მძევალი იყო ამ სამხედრო დამნაშავეების ხელში. 

 

ის, რომ ამ ფრონტზე, აღმოსავლეთიდან სამხრეთის მიმართულებით არ წყდება დაძაბულობა, ეს მიანიშნებს, რომ ნამდვილად არ აქვთ საქმე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ისე, რომ გულზე ხელები დაიკრიფონ,  უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი აცხადებს, რომ გასაწმენდია ეს ტერიტორია და ძალიან ბევრი “სიურპრიზი“ დახვდებათ იქ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები