spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა გოგავა – კიევი არის კედელი, სადაც ოკუპანტები მივლენ, დაიხოცებიან, დატოვებენ ტექნიკას და უკან დაიხევენ

კიევი არის კედელი, სადაც ოკუპანტები მივლენ, დაიხოცებიან, დატოვებენ ტექნიკას და უკან დაიხევენ, – ამის შესახებ საქართველოს  გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  კიევის აღებას მტერი ვერ შეძლებს და იქ მათ ჯოჯოხეთი ელოდებათ.  

“რომ წარმოვიდგინოთ როგორ იყო კიევი 24 თებერვალს დაცული და როგორ არის 14 მარტს, ეს არის სრულიად განსხვავებული.  იმ ადამიანებმა, ვინც ამ დაცვის სისტემის გეგმა შეადგინეს, დღეს უკვე ომის უბედურება თავის თავზე გამოსცადეს, ასე ვთქვათ, „ომის ნათლობა“ გამოიარეს.  რა თქმა უნდა, ყველა სამხედრო არ იყო,  ეს ადამიანები არიან დღეს  ციხესიმაგრედ ქცეული.

კიევის ინფრასტრუქტურას თუ შევხედავთ, ძალიან დიდი ქალაქია, 3 მილიონნახევრიანი მეგაპოლისი.  როდესაც მის ქუჩებში მზად არის ყველა სადარბაზო, ყველა მოსახვევი, სარდაფი, ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და ყველა ფანჯარა საიდანაც ცეცხლი და „მოლოტოვის კოქტეილი“  გელოდება,  ეს არის ჯოჯოხეთი. რა თქმა უნდა, შეიძლება კონკრეტულ რაიონებზე მიიტანონ შტურმი, სადღაც წინ წაიწიონ, 2 ან 3 კილომეტრით, მაგრამ ეს არ არის ის მანძილი,  რომ კიევი ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაჭრა,  ეს არის კედელი, სადაც მივლენ, დაიხოცებიან, დატოვებენ ტექნიკას და უკან დაიხევენ“, – განაცხადა გოგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები