spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა პაპუაშვილი – ქვეყანამ ამდენი შეურაცხყოფა, უსამართლო რეზოლუციები თუ სანქციები მიიღო, ამაზე ხმის ამოღება ჩვენი ვალია

ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. გვინდა ამ რყევებს და დაძაბულობას ავერიდოთ, გვინდა საკუთარი დღის წესრიგი გვქონდეს, ჩვენი განვითარებისთვის და ჩვენი მომავლისთვის, – ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა 30 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, სიფხიზლე და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება.

 

“როდესაც ქვეყანას რამე დაემუქრება ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან – ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას კი არ ვყოფთ და ვანაწევრებთ, არამედ მისი გაერთიანებისთვის ვირჯებით. უნდა ვიგრძნოთ ერთმანეთის ძალა,

 

პასუხისმგებლობა ავიღოთ, ეს ძალა უნდა იგრძნოს ხელისუფლებამაც და იყოს მოტივირებული ხელისუფალი, ჯარი პოლიცია და ა.შ. ეს უნდა იყოს გზავნილიც, რომ დაგვინახონ ჩვენმა მეზობლებმა, რომ ისე არ არის, რომ ყველაფერს ბრმად გავყვებით და ყველაფერზე ყაბულს ვართ. ეს არის ღირსების და თავმოყვარეობის თემა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო ამ უახლოს პერიოდში ამდენი შეურაცხყოფა, უსამართლო რეზოლუციები თუ სანქციები – ამაზე ხმის ამოღება ჩვენი ვალია. ქვეყანამ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას, რისთვისაც არსებობს საზოგადოება. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს.

 

რა ისმის ბოლო დროს ჩვენი მისამართით და როგორი ჩარევებია – ამბობენ თუ არა, რომ მაიდანი უნდა მოეწყოს, იყო თუ არა საუბარი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ ომში უნდა ჩავერთოთ, იყო თუ არა შიდა დაპირისპირებისთვის მცდელობები. შენ თუ ამდენი უსიამოვნო თემები მომახვიე და თან დამიანონსე, რომ შეიძლება ძალადობრივად შეიცვალოს ხელისუფლება, – [მეუბნები] რომ რომელიღაც კრიმინალი გავათავისუფლო ციხიდან, – მაშინ ჩვენი ნება სად არის? თუ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები კარნახის ქვეშ იქნება, რა დაგვრჩენია ჩვენ როგორც ერს?“, – აცხადებს პაპუაშვილი.

 

“მოვდივარ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები