მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის Seria A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა.
კვარაცხელია გასულ თვეში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო სეზონში ორჯერ მოიპოვა, თუმცა ახლა ის თავისივე რეკორდს აუმჯობესებს და ხდება პირველი მოთამაშე, ვინც იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესოდ სეზონში მესამედ აღიარეს.
ამ შედეგის გათვალისწინებით ქართველი გარემარბი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი