spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზედიზედ მეორედ – ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი ფალავანი ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობა ორჯერ მოიგო.

 

ქართველმა მებრძოლმა ფინალში მატიას კასე ულამაზესი გდებით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები