ზეღდულეთში საჭიდაო მოედნის მოწყობა გრძელდება. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა საჭიდაო არენა ღია გუმბათით, რომელიც გადაიხურება პროფილირებული ფერადი ფურცლით. დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ზურგიანი 280 სკამი. მათ შორის ოთხი სკამი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის. გათვალისწინებული იქნება სივრცე ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვისაც. ობიექტი შემოიღობება ლითონის ფურცლით. ტრიბუნებზე ასვლა შესაძლებელი იქნება ლითონის კიბეებით.
სამუშაოების ღირებულება 200 ათას ლარამდეა.
პროექტი “სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა “სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.