უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ფორუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზელენსკი პირადად დაესწრება ერთ-ერთ ღონისძიებას 16 იანვარს.
ის სპეციალური სიტყვით გამოვა პანელზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ზელენსკისთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი კლაუს შვაბი.