უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ამერიკული “აბრამსები” უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა და ამ ტანკებით ბრიგადების გასაძლიერებლად მზადება მიმდინარეობს.
“სასიხარულო ამბავია უმეროვისგან (უკრაინის თავდაცვის მინისტრი). “აბრამსები” უკვე უკრაინაშია და ემზადებიან ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად.
მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მარაგების გეოგრაფიას“, – წერს ზელენსკი.